საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს.
“Hetero Biopharma Limited”-ის წარმოებული 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები – 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.
მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.
2000 დოზა ტოცილიზუმაბი და 500 დოზა რონაპრივი სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.
“Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.
ტოცილიზუმაბი აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.
შეგახსენებთ, “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.
“Roche”-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

შემთხვევითი სიახლე

მოზიდული პრემია 5.1%-ით გაიზარდა – „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიას წინა წლის ანალოგიურ …