საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია $446.7 მლნ-ით გაუმჯობესდა

თბილისი (BPI) – საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -22.8 მლრდ აშშ დოლარი (-65.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -142.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 446.7 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.3 მლრდ აშშ დოლარია (29.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 448.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.1 მლრდ აშშ დოლარი (95.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 2.2 მლნ აშშ დოლარით მეტია.

 

შემთხვევითი სიახლე

“სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად 200,000-ზე მეტ ფერმერს გადასცემს

თბილისი (BPI) – კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმება …