საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უცხოული ჟურნალისტები გაეცნობიან

თბილისი (BPI) – საქართველოს ტურისტული პოტენციალს უცხოული ჟურნალისტები გაეცნობიან. ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის ბოლომდე უმასპინძლებს.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი,ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი), სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა.

მაღალრეიტინგული უცხოური ტელეკომპანიების, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

შემთხვევითი სიახლე

ლარი ინტერვენციებს არ გაუმყარებია და ვერც გააუფასურებს , კობა გვენეტაძის განმარტება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძეს ამბობს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის …