საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გაუმჯობესდა

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი B+ სტაბილური გახდა. პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგი BB ,,ნეგატიურია“ და კომპანიის რეიტინგის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა სუვერენულ რეიტინგს ენიჭება, რკინიგზის ბოლო დროინდელი წარმატებული ოპერაციების შედეგად, სარეიტინგო ორგანიზაციამ პროგნოზი მაინც გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ S&P Global-ი რამდენიმე ათწლეულია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.

შემთხვევითი სიახლე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის …