“საქართველოს რკინიგზა”, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას – ნათია თურნავა

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის” რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ასახავს, რომ „საქართველოს რკინიგზა,” სტრატეგიული კომპანია, არის საკმაოდ მდგრადი. მისი თქმით, 2021 წლის 9 თვეში სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები დაახლოებით 12 პროცენტითაა გაზრდილი, ასევე ორნიშნა ზრდა აღინიშნება რკინიგზის შემოსავლებში.

„საქართველოს რკინიგზამ,” პანდემიის მიუხედავად, მოიზიდა საკმაოდ სოლიდური დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან, განათავსა ევრობონდები – ეს არის ე.წ. მწვანე ბონდები. რკინიგზა დღეს არის ერთ-ერთი. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტი, რაც ჩვენთვის, ტურისტული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ვაკვირდებით პოზიტიურ ტენდენციებს და დარწმუნებული ვართ, რომ რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას,” – განაცხადა მინისტრმა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის” პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც „საქართველოს რკინიგზამ” სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …