საქართველოს მომხმარებელთა მობილურებზე საბანკო ტროიანელების შეტევების რიცხვი გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2018 წელში საქართველოს მობილურების მომხმარებელთა 0,72% დაექვემდებარა საბანკო ტროიანული პროგრამების შეტევას, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,05% იყო. აზერბაიჯანში 2018 წლს ასეთი შეტევების წილი 0,43% იყო წინა წლის 0,14 %-თან შედარებით. სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა შესაბამისად 0,51% და 0,12 %. – მონაცემებს „კასპერსკის ლაბორატორია“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, მობილური საბანკო ტროიანელები იპარავენ საბანკო ბარათებსა და პროგრამებს. მათგან ბევრს შეუძლია საბანკო პროგრამის ინტერფეისი გადაფაროს თავისით — ასე, რომ მომხმარებელს ჰგონია, თითქოს მას შეჰყავს მონაცემები საბანკო პროგრამაში, სინამდვილეში აძლევს მას ტროიანს, რომელიც შემდეგ თვითონ ჩაანაცვლებს ბანკის კლიენტით, მაგრამ ჩასწერს თავის თავსაც. ასევე საკმაოდ ხშირად მობილური საბანკო ტროიანელები იჭერენ მესიჯებს ბანკებიდან დადასტურების კოდებით ან თანხის აღწერის ინფორმაციით. ასეთი მავნებლებიდან ზოგიერთები შეიარაღებულნი არიან სხვადასხვა პროგრამების ყალბი ფანჯრებით, რომლებთაც აერთიანებს ის, რომ მათ შეუძლიათ გამოითხოვონ მომხმარებლის საბარათო მონაცემები, საპირისპირო მხარის CVV-კოდის ჩათვლით. შემდეგ პროგრამა დაიჭერს მესიჯს ბანკიდან და გადაუგზავნის თავის პატრონებს, რათა მათმა თავიანთი მოწყობილობიდან განახორცილონ ტრანზაქციები მომხმარებელ-მსხვერპლის სახელით.
საბანკო და სხვა მობილური ტროიანელებისაგან თავის დაცვის მიზნით ექსპერტები გირჩევთ ატვირთოთ პროგრამები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან, ისეთებიდან როგორიც არის Google Play: უსაფრთხოების მთლიან გარანტიას ეს არ მოგცემთ, მაგრამ იქ ტროიანელები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოფიციალურ საზღვრებს გარეთ. ასევე რეკომენდირებულია მოწყობილობების პარამეტრებში სრულიად აკრძალოთ გვერდითი წყაროებიდან პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება. საჭიროა არ დაგავიწყდეთ სისტემისა და პროგრამის განახლების დაყენება — მათში დეველოპერები აღმოფხვრიან იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენონ დამნაშავეებმა. ასევე საჭიროა კარგად დაფიქრდეთ, სანამ გადახვიდოდეთ წერილიდან რაიმე საეჭვო გზავნილზე ან SMS-ზე, პროგრამებს მივცეთ მხოლოდ ის ფუნქციები, რომლებიც ნამდვილად აუცილებელია მათი მუშაობისათვის. საჭიროა მობილურ მოწყობილობაზე დავაყენთ საიმედო ანტივირუსი და რეგულარულად შევამოწმოთ სისტემა: ის აღმოაჩენს და გაანადგურებს საეჭვო პროგრამებს და ნებას არ მისცემს მომხმარებელს გადავიდეს მავნე საიტებზე.

შემთხვევითი სიახლე

აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის …