საქართველოს მთავრობა დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტში შეიტანს

საქართველოს მთავრობა დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტში შეიტანს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სოციალურ ქსელში წერს, კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, არის მთელი რიგი ცვლილებები.

” მიმდინარე წლის (2021 წლის) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ. ლარს.

2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობით.

დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზე.

მთავრობის ვალი 52.2 %-ია.

არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების მიმართებაში გვაქვს დაფინანსებების ზრდა. გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი.

მომავალ კვირაში, კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას”, წერს ირაკლი კოვზანაძე.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას …