საქართველოს მთავრობა გვეხმარება საცხოვრებლით, საკვებით, მადლობა საქართველო – უკრაინელი ტურისტი

უკრაინელმა ტურისტმა ალექსანდრ ევჩენკომ გუდარუში დასვენების დროს შეიტყო, რომ მის სამშობლოში ომი დაიწყო. ევჩენკო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

“გუდაურში ვისვენებდით, ვსრიალებდით. გავიგეთ რომ ჩვენს ქვეყანაში ომი დაიწყო. საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი დახმარების ხელი გამოგვიწოდა – გვეხმარება უფასო საცხოვრებლით, საკვებით! მადლობა მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს ასეთი თანადგომისთვის. “ – განაცხადა უკრაინელმა ტურისტმა ალექსანდ ევჩენკო.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს. უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …