საქართველოს ბანკმა Raiffeisen Bank International-ისგან ხარისხის ჯილდო მიიღო

თბილისი (BPI) – Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Raiffeisen Bank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2020 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს’’, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Raiffeisen Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს გამართული STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის ენიჭებათ

შემთხვევითი სიახლე

CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს

საქართველოს ბანკი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი …