საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, შშმ პირების დასაქმებას. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და  მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება. ეს არის  ეკონომიკური და სოციალური მიზანი. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად პროექტის ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის  მიღწევა.

საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა  50 000 ლარით ფინანსდება.

11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე დამატებით  4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ღია კარის დღეები და ინდივიდუალური შეხვედრები.

განაცხადის შევსება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ვებ-გვერდზე: www.tree.ge დაინტერესებულ პირებს დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ელ-ფოსტაზე: www. grants@tree.ge და შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2 44 44 93.

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …