საქართველოს ბანკი მომხმარებელს სერვისებს საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც უწყვეტად მიაწვდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას.

შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი. ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით. საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/remote-services

საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება.

შემთხვევითი სიახლე

“რომპეტროლი” ტრადიციას აგრძელებს – კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს ესტუმრა

თბილისი (BPI) – „რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარებისთვის სადღესასწაულო და …