საქართველოს ბანკი მომხმარებელს თანხის გამოტანა Apple Wallet-ით შეუძლია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანას  შეეხება. მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ, ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Wallet-ით გაანაღდოს თანხა. Apple Wallet – ით თანხის გამოტანისთვის   საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონი მიუახლოვოთ საქართველოს ბანკის ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს, აკრიფოთ შესაბამისი ბარათის პინ კოდი და მიჰყვეთ განაღდების სტანდარტულ სქემას.

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Pay-ით არა მხოლოდ თანხის გადახდის, არამედ ნებისმერ დროს, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობასაც აძლევს.  თუკი მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს  Apple Pay,  მას შეუძლია დაამატოს ბარათი Apple Wallet-ის აპლიკაციას და ისარგებლოს მისი  ყველა  უპირატესობით.

 

შემთხვევითი სიახლე

მერსედეს ვერა-მარტინი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა მყარია

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი …