საქართველოს ბანკი ანდრეას ვოლფმა დატოვა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია.

დირექტორთა საბჭო დატოვა არააღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ვოლფმა, მან საბჭოსთან ერთად ნომინაციებისა და აუდიტის კომიტეტიც დატოვა.

ცვლილებაზე ბანკმა ინვესტორებს უკვე აცნობა, ანდრეას ვოლფს კი ბანკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციისა და სამომავლო სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის მადლობას უხდის.

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში …