საქართველომ წელს 9.3 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას  2019 წლის ანგარიშს წარუდგინა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,  სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით არის გაზრდილი.

რეკორდულია მაჩვენებელი ტურისტულ ვიზიტებშიც. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ტოპ-15

ქვეყანა2019*ცვლილება % 2018-2019
აზერბაიჯანი1,509,6627.1%
რუსეთი1,463,0404.7%
სომხეთი1,349,2797.5%
თურქეთი1,146,8835.3%
უკრაინა206,59417.3%
ისრაელი203,29930.1%
ირანი140,496-51.5%
ყაზახეთი102,80375.3%
გერმანია88,79138.2%
პოლონეთი87,90231.7%
საუდის არაბეთი75,04245.1%
ბელარუსი65,9939.9%
ინდოეთი53,6107.2%
ჩინეთი47,53750.5%
ა.შ.შ.46,26711.2%

2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482,418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +25.7%-ია.

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7% იტალია +22.4% გერმანია +38.2% საფრანგეთი +28.3% გაერთიანებული სამეფო +27.4%

შემთხვევითი სიახლე

პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება გაეზრდებათ

თბილისი (BPI) – პრემიერი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდას აანონსებს. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებისთვის საშუალოდ …