საქართველომ და იაპონიამ ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმეს

თბილისი (BPI) – საქართველომ და იაპონიამ ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმეს, – დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ.

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვეოპროდუქტები.

შეთანხმების პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა დაექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

NEXI იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვეო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელიშეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიისკომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდანბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვეოპროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის დაზღვევა, ინვესტიციების დაზღვევა და სესხის დაზღვევა.

შემთხვევითი სიახლე

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – მაისიდან, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი …