საქართველოდან 19.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 90.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.1 ათასი ტონით (26%), ხოლო ღირებულება 7.4 მლნ აშშ დოლარით (9%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (8,157 ტონა), გერმანიაში (3.719 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,357 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა).

 

შემთხვევითი სიახლე

BOARDROOM საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ

საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM  საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია საქართველოს ტურიზმის …