საქართველოდან ღვინის ექსპორტი 12%-ითაა გაზრდილი

2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 24% (4156777), ჩინეთი – 16% (3961484), ლატვია – 2% (1218075), ლიეტუვა – 36% (744600), აშშ – 18% (807413), გერმანია – 21% (604136) და დიდი ბრიტანეთი – 178% (513724).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 88% (261538), შვედეთი – 59% (96400), ჩეხეთი – 202% (112356), საფრანგეთი – 7% (56800), ყაზახეთი – 32% (2805598), ისრაელი – 28% (304827), აზერბაიჯანი – 21% (162527), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 8% (8609575), რუსეთი – 7% (43350901), მონღოლეთი – 146% (362370), ბელარუსი – 12% (2642509) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 25,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 47,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 7%).
ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 97% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 270 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …