სასესხო რეგულაციების გადახედვის თარიღი ჯერ უცნობია

თბილისი (BPI) –  აგროსექტორის დაფინანსებისთვის საერთაშორისო დონაციაზე რატომ  ითქვა უარი, რა ეშველება  ბინის მყიდველებს  რემონტოსთვის სესხს რომ ვეღარ იღებენ და განვადებით მაცივარსაც რომ ვერ ყიდულობენ, – ჟურნალისტების კითხვებზე  პრემიერის პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, პრიორიტეული მნიშვნელობისაა ჭარბვალიანობასთან ბრძოლა და ნაბიჯებიც სწორი მიმართულებით გადაიდგა. ჯანსაღი დაკრედიტება მდგრადი განვითარება მთავარი პირობაა.

„მე ძალიან შორის ვარ იმ აზრისგან, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა შესაძლოა გახდეს ჯანსაღი  დაკრედიტების შემაფერხებელი“,-  განაცხადა ბრიფინგე მამუკა ბახტაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ საბანკო რეგულაციების  შედეგებზე  და მოსალოდნელ ტენდენციებზე საუბარი ნაადრევია. ჯერ ერთი თვეა გასული.

შესაბამისად ჯერ არ იცის,  როდის გადაიხედება ახალი შეზღუდვბები და საერთოდაც მოუწევს თუ არა ეს პროცედურა.

შემთხვევითი სიახლე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაციაზე ₾1 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო …