სასაკლაოებში რქოსანი პირუტყვის და ფრინველის დაკვლა გაძვირდა

თბილისი (BPI) – 2019 წელს II კვარტალში სასაკლაოებში მომსახურების ტარიფები რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე 1,1 ლარით გაიზარდა, 23.9 ლარამდე, ცხვრის ან თხის – 8.4 ლარია (2018 წლის ანალოგიუ პერიოდში 9 ლარი),  ღორის – 21.7 ლარი (19,9 ლარი).

ცხოველთა და ფრინველთა 101-მა სასაკლაომ 10,248 ტონა ხორცი აწარმოა, 39.3% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.3% – ფრინველის, 16.8% – ღორის, 2.4%.

სასაკლაოებში დაკლულია 98.7 ათასი სული პირუტყვი, 42.8% მსხვილფეხა, 57.2% წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა), ფრინველი 2,970 ათასი.

სასაკლაოები 9.7 ათას პირს მოემსახურა, აქდან 35.6% ოჯახური მეურნეობებია.

სასაკლაოებში თვეში საშუალოდ 908 ადამიანია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …