საპენსიო სააგენტო საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს

საპენსიო სააგენტო, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს.
✅ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე რეგულარულად განთავსდება, მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ.
✅2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.063 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით 32.37%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.84% შეადგინა.
👉ანგარიში დეტალურად იხ. ბმულზე: is.gd/RviWT3
👉საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იხ.ბმულზე: is.gd/GLbIin

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …