საოჯახო სასტუმროები სასმელი წყლის ტარიფს ახალებურად გადაიხდიან

თბილისი (BPI) – სემეკმა საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა.

გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა ) და ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს.

საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

კომისიამ დაამტკიცა ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.

ერთ შემთხვევაში თვის განმავლობაში 25 კუბ/მეტრამდე მოხმარებულ წყლის ოდენობაზე სამომხმარებლო ტარიფი დაერიცხებათ.

მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით.

შემთხვევითი სიახლე

ავიაბაზრის 15%-ს Wizz Air-ი ფლობს

თბილისი (BPI) – 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ …