სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

თბილისი (BPI) – მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს. 

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.

„ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი  განადგურების პირას იყო და  დაცვასა და რეალური ნაბიჯების  გადადგმას მოითხოვდა. ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაცული ტერიტორიების მოცულობა გაიზრდება ამ მიმართულებით და ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

შემთხვევითი სიახლე

“კულა” ქართველების დაწუნებულ საწებელს ექსპორტზე უშვებს

თბილისი (BPI) –  ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ …