სამტრედიაში კაკლისა და ბლის ბაღები გაშენდა

თბილისი (BPI) – პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, ბენეფიციარმა, ანზორ მსხილაძემ 7 ჰექტარზე კაკლის და 5 ჰექტარზე ბლის ბაღი გააშენა.

ბენეფიციარმა სახელმწიფოსგან პროექტის განსახორციელებლად 63,000 ლარი მიიღო. ფერმერმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტითაც ისარგებლა, გრანტის სახით 37,700 ლარი მიიღო და კუთვნილ 7 ჰექტარზე გაშენებულ ხურმის ბაღისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ანზორ მსხილაძე შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიც არის. პროგრამის ფარგლებში მან 192,000 ლარი თანხა მიიღო, რითაც საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ბაღები განაახლა და 30 სული საქონელიც შეიძინა. ფერმერს მეურნეობაში 10 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს.

შემთხვევითი სიახლე

“ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანა დასრულდა

თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ხობი 2 ჰესის“ 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული …