საკრებულოს 50 წევრიდან 26-ს გააჩნია ბიზნესინტერესი

თბილისი (BPI) – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 29 ნოემბერს გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც შესწავლილია თბილისის მოქმედი საკრებულოს წევრთა სამეწარმეო საქმიანობა.

აღმოჩნდა, რომ საკრებულოს 50 წევრიდან 26-ს გააჩნია ბიზნესინტერესი. მათი უმრავლესობა (23) მმართველი პარტიის წევრია.

საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 13 ამა თუ იმ ფორმით არღვევს ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებულ კანონის მოთხოვნებს:

  • 10 მათგანს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა;
  • 6-მა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა;
  • ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

შემთხვევითი სიახლე

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიას მიიღებენ

თბილისი (BPI) – უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიას მიიღებს. …