სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნებულ ბიზნეს კვლევების სახლს გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისი (BPI) – სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ,,ბიზნეს კვლევების სახლი’’ დააფუძნა. ე.წ. Think Thank-ს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მუშაობა მიმართული იქნება პრო -ბიზნეს ხედვების ჩამოყალიბებისა და ბიზნესზე გავლენის მქონე გარემოებების ანალიზისკენ. ასევე, შეიმუშავებს ბიზნესის ხელშემწყობ რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის.

,,კვლევითი სახლის მიზანი იქნება ბიზნეს კვლევების ჩატარება, პოლიტიკის ანალიზი, მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების ბიზნესის ჭრილში დანახვა. მათ შორის, კვლევაზე დაფუძნებული პოზიციების ჩამოყალიბება და ლობირება. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური და ფინანსური კუთხით საჯარო დისკუსიების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზების გზით. ამ მიმართულებით, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უნივერსიტეტებთან და აკადემიურ წრეებთანაც’’- აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, უმოკლეს დროში მოხდება საბჭოს ფორმირება, რომლის ფუნქცია Think Tank-ის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა იქნება.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მზა მზარეული“ ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა …