სავალუტო რეზერვებმა მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები გაიზარდა. 1 ივნისისთვის USD 3.4 მლრდ-ს შეადგენს. სულ, სარეზერვო აქტივები $3.717 მლრდ-ს აღწევს.

სებ-ი სავალუტო ბაზარზე აქტიურობის შენარჩუნებაზე აცხადებს. რეზერვების მოცულობა სსფ-ის კოეფიციენტის (100-150%) ქვედა ზღვარს (100%) მიუახლოვდა.

სებ-ი იანვრამდე მხოლოდ სავალუტო შესყიდვის ინსტრუმენტს იყენებდა და დაამატა ოფციონი. რეზერვების ზრდა ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის გამკაცრებამაც განაპირობა. 16 მაისიდან მოზიდულ სავალუტო სახსრებზე ნორმა 30%-მდე გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …