სადაზღვევო კომპანიების მოგება 3 თვეში ₾8 მლნ-ს აღემატება

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებამ 2019 წლის პირველ კვარტალში 8,3 მლნ ლარს მიაღწია, მაჩვენებელი წლიურად 10%-ით არის გაზრდილი.

კომპანიებმა 180 მლნ ლარამდე სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 164,4 მლნ ლარი იყო.

მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე იმედი L ლიდერობს, კომპანიამ 46 მლნ ლარის მიზიდვა შეძლო.

კომპანიების აქტივები 766.33 მლნ ლარია, კაპიტალი 230.19 მლნ ლარი.

31 მარტის მონაცემებით, ბაზარზე 17 სადაზღვევო კომპანია კომპანიაა წარმოდგენილი, 16 ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ერთი – მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

შემთხვევითი სიახლე

საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა …