საგარეო სავაჭროს ბრუნვა მცირდება

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-ივნისში 5,968 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 0.6%-ით ჩამორჩება.

საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 1,775 მლრდ დოლარია, რაც 11.5%-ით მეტი 2018 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით. იმპორტი 4,192 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი ერთ წელში 4.9%-ით შემცირდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2,417 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …