საგარეო ვაჭრობა მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდის ტემპი შენელდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,126 მლრდ დოლარია, ეს მხოლოდ 0,01%-ით მეტია 2018 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით.
მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 2,411 მლრდ დოლარია, 12.4%-ით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. იმპორტი 5,714 მლრდ დოლარია 4,4%-ით ნაკლები.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3,302 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …