საგარეო ვაჭრობა მინუსებშია, მაგრამ ექსპორტი იზრდება

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით, 5,968 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი კი შემცირებული.

ექსპორტის ჭრა წლიურ ჭრილშია 11,5%-ია და 1,775 მლრდ დოლარს აღწევს, იმპორტი საანგარიშო პერიოდში 4,9%-ით შემცირდა და 4,192 მლრდ დოლარი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივნისში, 2, 417 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა და 1,123 მლრდ დოლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …