საგარეო ვალი 31 მაისის მონაცემებით, $5,367 მლრდ-ია

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, $5,388 მლრდ-ია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში თითქმის $198 მლნ-ით არის გაზრდილი, 2018 წლის აპრილთან შედარებით კი $8 მლნ-ით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $3,759 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 940 მლნ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

WB საქართველოს ენერგეტიკაში 62 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბანკისგან 62 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსს მიიზიდავს, თანხას ფინანსური ინსტიტუტი …