საგამოძიებო სამსახურმა IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქო აღმოაჩინა

თბილისი (BPI) – საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ხუთი  ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული  პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაციაზე ₾1 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო …