საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილით, ქალაქ თბილისში განახორციელეს დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 957 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ასევე ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც განხორციელდა საქონლის გადაზიდვა.
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8 610 ლარს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …