საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.43%-ია

2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.09  მლრდ ლარით, ანუ 1.89 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.39 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 58.57 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.43 პროცენტია.

შემთხვევითი სიახლე

ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია …