საარსებო მინიმუმი რეკორდულ მაჩვენებელზეა – ₾200-ს მიუახლოვდა

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმი ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ₾3,3-ით გაიზარდა და 195,6 ლარით განისაზღვრა. ეს რეკორდული მაჩვენებელია.

“საქსტატის” მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 21,3 ლარით არის გაზრდილი.

ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 173,3 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 328,1 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 173,3 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 460.9 ლარით.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …