სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – “სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი” 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

წესის ძალაში შესვლის შემდგომ, სააგენტო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების, მათ შორის შპს „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას განახორციელებს (სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მოქმედი სერტიფიკატი საქაერონავიგაციაზე 2008 წელს გაიცა, 2010 წლიდან კი აღნიშნულ უფლებამოსილებას მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელების უფლება დაემატა). „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხს და ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.

ნორმატიულ აქტს შემოაქვს „არაკომპლექსური საწარმოს“ ცნება და შესაბამისი საორგანიზაციო და ტექნიკური მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს, რომელიც რეგულარულად ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან, საჰაერო სივრცის ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას – 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ და რომლის წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს, სერტიფიცირების გავლის შემდეგ მიენიჭება სააერნასონო მომსახურების საწარმოს სტატუსი და დაეკისრება თანაბარზომიერი ვალდებულებები.

შემთხვევითი სიახლე

აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს. აუდიტის …