რუსთავის ფოლადი საწარმოს განაახლებს და ენერგოეფექტური გახდება

თბილისი (BPI) – რუსთავის ფოლადი“ საწარმოს განახლებას გეგმავს და ის უფრო ენერგოეფექტური გახდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წყალობით დაახლოებით 30%-ით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, კომპანიებს მთავრობა გვერდში დაუდგება ამ ამოცანების განხორციელებაში. “ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, გვერდში ამოუდგება და ხელს შეუწყობს ასეთი საწარმოების განვითარებას და გადაიარაღებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, მათ შორის, „რუსთავის ფოლადისთვის“, რომ მათ  გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ქარხანაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ  „რუსთავის ფოლადი“ ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ასევე, როგორც აღინიშნა, საწარმო ახლა განახლების პროცესშია. მინისტრი ქარხნის ხელმძღვანელობას ამ პროცესშიც დაპირდა დახმარებას.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეტალურგიულ ბიზნესს ყველანაირად დაუდგება გვერდში როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე, მათ შორის უხარისხო ანალოგებისგან დაცვის კუთხით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზე. „საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად,  ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში ასევე გაეცნო კიდევ ერთი მეტალურგიული ქარხნის „ჯეოსთილის“ საქმიანობას, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიცითაა შექმნილი. 

შემთხვევითი სიახლე

დავით სერგეენკოს პორტფელს ეკატერინე ტიკარაძე გადიბარებს

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს, – დავით სერგეენკოს შემცვლელი პრემიერმა წარადგინა. …