“რომპეტროლი” კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველყოფს

თბილისი (BPI) – „რომპეტროლ საქართველო“ პანდემიის პერიოდში მებრძოლი მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და კოვიდ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ლანჩით უზრუნველყოფს.

„რომპეტროლი“ აღნიშნულ პროექტს კაფე „ამო რა“-ს ჩართულობით განახორციელებს, სადაც კლინიკებში გასაგზავნი 1000 “ლანჩბოქსი” მომზადდება. “ლანჩბოქსებს” თან დაერთვება „რომპეტროლ საქართველოს” თითოეული თანამშრომლის სახელით გამზადებული სამადლობელი მესიჯები, ამგვარად რომპეტროლის ყოველი თანამშრომელი პირადად შეძლებს მადლობა გადაუხადოს თავდადებულ ექიმებსა და მედპერსონალს, რომლებიც კოვიდ კლინიკებსა და ცხელების ცენტრებში მუშაობენ.

„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა – 13000 ლარი „რომპეტროლის“ საერთაშორისო საახალწლო კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. კორპორატიულ კონკურსში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს.

„რომპეტროლი“ ყოველ წელს გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას აწყობს, რომელიც რუმინეთში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი ესწრება. კოვიდ პანდემიის გამო, წელს ღონისძიებამ უჩვეულო ფორმატი შეიძინა. ის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც ყველა ქვეყანამ თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი კლიპების ჩვენება გამართა საკონკურსო თემაზე: „რომპეტროლის ოჯახი, ერთობა, თანადგომა, შობა“. გამარჯვებულ ქვეყანას ერგებოდა ბიუჯეტი მისთვის სასურველი საქველმოქმედო აქტივობის განსახორციელებლად, რომელსაც ქვეყნები კონკურსის დაწყებამდე წარადგენდნენ. „რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა საქველმოქმედო მიმართულებად ამჯერად საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან მებრძოლი მედპერსონალის თანადგომა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა აირჩია.“ – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.

„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა ონლაინ ღონისძიებაზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კლიპი წარადგინა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება მოიპოვა.

„საკონკურსო კლიპის გმირი ჩვენი ჩამსხმელი ოპერატორია, რომელიც სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბენზინგასამართ სადგურზე სრულიად მარტო ელის შობის დადგომას, თუმცა მისი სევდიანი განწყობა უეცრად იცვლება, როდესაც მოულოდნელად „რომპეტროლის“ თანამშრომლები უერთდებიან და შობას მასთან ერთად ხვდებიან.“ – აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლ საქართველომ“ პანდემიის პერიოდში სამედიცინო სფეროს დასახმარებლად მიმართული სხვა პროექტებიც განახორციელა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში და აპრილსა და მაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. დეკემბრის თვეში კი „რომპეტროლი“ მოხუცებულთა ჰოსპისს – „ფერისცვალება“-ს დაეხმარა და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად გადასცა. შედეგად, პანდემიის პერიოდში დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – შინ ზრუნვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელება უზრუნველყო.

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის – ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.

შემთხვევითი სიახლე

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 …