როგორ დავიცვათ “ჭკვიანი სახლი” გატეხვისგან

თბილისი (BPI) – ჭკვიანი სახლის“  სისტემების არასათანადოდ დაცულობაზე “კასპერსკის ლაბორატორია” წერს. მაგ: Fibaro საშუალებას აძლევს ნებისმიერს ჩამოტვირთოს  და ატვირთოს ღრუბლოვანი სერვერის სარეზერვო ასლების კონტროლერის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მართავს  ყველა სხვა მოწყობილობას —  თერმოსტატებს, ყავის  მადუღარებს, უსაფრთხოების სისტემებს. თუ ბოროტმზრახველები გადმოტვირთავენ ღრუბელში შენახულ ყველა  სარეზერვო  ასლებს, მაშინ ისინი შესძლებენ  გამოიცნონ ყველაზე უბრალო და ხშირად განმეორებადი პაროლები. ადმინისტრატორის პაროლში შეღწევთ, ბოროტმზრახველი სარგებლობს ერთ-ერთი დაუცველობით, რომელიც საშუალებას აძლევს დისტანციურად აკრიბოს კოდი, მიიღოს სიტემის სუპერმომხმარებლის  უფლება და გააკეთოს სახლში ყველაფერი, რაც მას  მოესურვება.

ამ უფლებების მიღება შეიძლება, აგრეთვე,  ბეკაპის მავნე ასლის შექმნით, მისი სერვერზე ატვირთვით და მსხვერპლის „განახლებაზე“ დათანხმებით.  ამის გაკეთება  შეიძლება Fibaro-საგან შეტყობინების იმიტირებით. „კასპერსკის ლაბორატორიის“ სპეციალისტებმა  Fibaro-ს შემქმნელებს შეატყობინეს  დაუცველობის შესახებ,რომლებმაც ოპერატიულად გამოასწორეს შეცდომა, ასე რომ  შეტევების აღწერილი სცენარი უკვე აღარ მუშაობს.

ჭკვიანი სახლის სისტემა Nest-ში გათვალისწინებულია  პარამეტრები დაცვითი სისტემებისათვის და  უფრო ნაკლებად დაცული მოწყობილობებისთვის. ამ პარამეტრების რეგისტრაცია ხდება   ერთ საცავში, რომელიც  მათ სჭირდებათ მუშაობისათვის. ხშირად რომელიმე გამომრთველი ან თერმოსტატი არა თუ კითხულობს მათ მონაცემებს,  არამედ შეუძლია მათი  შეცვლაც. რამდენიმე მოწყობილობას პლატმორმა Nes-თან ერთად  აქვს ნებართვა „სახლში/სახლში არა“ რეჟიმების მართვაზე, მაგალითად, გამომრთველ Kasa-ს. მისი დანართი ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას,  თუ ის ნამდვილია საიდუმლოდ ატყობინებს სერვერს იმ ტოკენ-ინფორმაციას, რითაც მან თქვენ ამოგიცნოთ.

დანართი  ენდობოდა ნებისმიერ  სერტიფიკატს, რომლის ჩვენებაც სერვერისათვის შესაძლებელი იყო, თუ სახლის  მფლობელი უკავშირდებოდა  საჯარო Wi-Fi-ს  და იგივე ქსელში შესვლით, თავდამსხმელი  შეიჭრებოდა ჩართვაში და უჩვენებდა მას  თავის SSL  სერტიფიკატს. ბოროტმზრახველი აუწყებდა  გამომრთველს პირდაპირ კაფედან, რომ სახლის პატრონი დაბრუნდა, კამერა შიფრავდა  „სახლის“  პარამეტრს  და წყვეტდა ჩაწერას, რის შემდეგაც ბოროტმზრახველს ან მის თანამოინახეს შეეძლო  სახლში დაუბრკოლებლად შესვლა. Kasa-ს შემქმნელებმა  მკვლევართა მიმართვის შემდეგ შეასწორეს შეცდომა.

Philips Hue-ში  განათების სისტემების კონტროლისათვის თითოეული პროგრამა სთხოვს მფლობელს ნებართვას, რათა  ჩაერთოს ჭკვიან სახლს. ამ ნებართვის გაცემა შეიძლება მართვის ბლოკზე ფიზიკური ღილაკის დაჭერით, რომლითაც  Hue-ს მოწყობილობები ურთიერთმოქმედებებში ირთვება. ამ ღილაკის „დაჭერა“ შეუძლია არა თუ მარტო მომხმარებელს,  არამედ … Hue-თან უკვე ჩართულ ყველა პროგრამას. საქმე იმაშია, რომ სისტემის “ტვინი”  განსაზღვრავს მუშაობდა თუ არა ღილაკი დანიშნულებისდამიხედვით კონტროლის ერთეულის ერთ-ერთ პარამეტრზე.  სწორედ ამ დანიშნულების შეცვლა შეუძლიათ დანართებს.  ასე რომ, პლატფორმაზე  დაშვებულ ერთ უმადურ პროგრამას შეუძლია  მისცეს სხვებს ნებართვა კონტროლის გარეშე.  უფრო მეტიც:  ასეთი პარამეტრის დახმარებით შესაძლებელია  ადრე მიერთებული კომპონენტების გათიშვაც.

ჭკვიანი სახლის  „გატეხის“ რისკის შემცირება შეგიძლიათ, თუ  ყურადღებას მიაქცევთ მწარმოებლის რეაგირებას დაუცველობისადმი.  თუ კომპანია მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება მკვლევარების მიერ აღმოჩენილ პრობლემას და სწრაფად ასწორებს — ეს კარგი ნიშანია.  საჭიროა დროულად დააყენოთ შემქმნელების მიერ გამოცემული ყველა განახლება, ასევე დაიცვათ მოწყობილობები და საკონტროლო პანელები გრძელი უნიკალური  პაროლებით, მაშინ თავდამსხმელი ვერ შეძლებს უბრალოდ თქვნი სახლის „გასაღების“ შერჩევას. სათანადოდ უნდა დააკონფიგურიროთ თქვენი სახლის უკაბელო ქსელი, ჩამოტვირთეთ პროგრამები ოფიციალური წყაროებიდან და მიეცით მათ მხოლოდ საჭირო  ნებართვები, ასევე საზოგადოებრივი Wi-Fi- თან დაკავშირებისას გამოიყენოთ დაცული უსაფრთხო კავშირი — VPN.

შემთხვევითი სიახლე

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის …