როგორ გავხადოთ ბავშვისთვის ინტერნეტზე წვდომა უსაფრთხო?!

დღეს მსოფლიოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღინიშნება.  ვირტუალური სამყარო უნიკალური ასპარეზია პატარა მომხმარებლისთვის. მას შეუძლია ბევრი რამ  ისწავლოს,ახალი აითვისოს, გაერთოს, შეიმეცნოს, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ამავე დროს ვერ შეძლოს თავად ამოიცნოს და აღმოაჩინოს ინტერნეტთან დაკავშირებული საფრთხეები.

პროგნოზირებადი და უსაფრთხო რომ გახდეს ბავშვის წვდომა გლობალურ ქსელთან, სილქნეტი ჭკვიან სერვისს, „ინტერნეტ მშობელს“, თავაზობს მომხმარებლებს.

აპლიკაციის დახმარებით თქვენ:

  • იცავთ შვილებს ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან;
  • გეცოდინებათ რას ეძებენ თქვენი შვილები ინტერნეტში;
  • შეძლებთ დაბლოკოთ მათთვის არასასურველი საიტები;
  • აარიდოთ  კიბერბულინგს და ყალბ ინფორმაციას;
  • უწესებთ ინტერნეტში ყოფნის დროს;
  • მარტივად იგებთ მათ ადგილმდებარეობას და მობილური მოწყობილობის ელემენტის სტატუსს;
  • იღებთ შეტყობინებას ბულინგის ან სხვა საფრთხის შემცველი ტექსტის მიღების შემთხვევაში;

ეს ყველაფერი ბავშვთან შეთანხმებით ხდება. მან უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში  „ინტერნეტ მშობელი“ დაიცავს.

სერვისის სამართავად აუცილებელი პირობაა პორტალზე mysilknet.com რეგისტრაცია, სადაც განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია ქართულ ენაზე და აპლიკაციები. შეგეძლებათ SilkTV-ის მენიუში  საინფორმაციო შემეცნებით ვიდეოს გაეცნოთ.  https://www.youtube.com/watch?v=_tMPpFrBgXU&t=6s

როგორ გავიაქტიუროთ  სერვისი:

„ინტერნეტ მშობლის“ პაკეტებს სილქნეტის ოპტიკური ქსელის მომხმარებელი მოწყობილობის რაოდენობის მიხედვით ირჩევს.  სერვისის ყოველთვიური ღირებულებაა :

  • პაკეტი „basic“ – თვეში 3 ლარი – მაქსიმუმ 5 მოწყობილობაზე;

    •         პაკეტი „premium“ – თვეში 5 ლარი -მაქსიმუმ 10 მოწყობილობაზე.

მშობელს  შეუძლია ნებისმიერ დროს  სერვისის დეაქტივაცია.

 

შემთხვევითი სიახლე

რუსულ-ბრიტანული ავტომწარმოებელი Arrival მოსკოვიდან საქართველოში გადადის

რუსულ-ბრიტანული ავტომწარმოებელი Arrival მოსკოვიდან საქართველოში გადადის. Yota-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, რუსი მილიარდერის დენის სვერდლოვის მიერ …