როგორი იქნება რებილიტირებული სკვერი ყაზბეგზე

თბილისი (BPI) – ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, LED განათების სისტემა და საპარკე სკამები ფრანც კაფკას წიგნის ილუსტრაციებით – ასეთი იქნება ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ სკვერი, რომლის რეაბილიტაცია საბურთალოს რაიონის გამგეობასა და პრაღას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო.

რეაბილიტაცია 2 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, სადაც საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა.  იგეგმება გამწვანება და სეზონური ყვავილებით საქართველოსა და პრაღის დროშები გამოისახება.

სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 595 ლარია გამოყოფილი.

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ლიზინგი და თეგეტა მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს

თბილისი (BPI) – ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR …