რობერტ დე ნირო სასტუმრო ბიზნესს აფართოებს

თბილისი (BPI) – სასტუმროთა ქსელი Nobu Hospitality, რომელიც ჰოლივუდის მსახიობის რობერტ დე ნიროს მიერაა დაფუძნებული, 2020 წლისთვის ვარშავაში პირველ სასტუმროს გახსნის.

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Nobu Hotel Warsaw-ა 120 სასტუმრო ნომერზე და საცხოვრებელ აპარტამენტებზე იქნება გათვლილი. კომპლექსი გააერთიანებს ფიტნეს ცენტრებს და ასევე საფირმო რესტორან Nobu-ს.

სასტუმრო არქიტექტურული კომპანია Medusa Group-ის მიერაა დაპროექტებული. სასტუმრო ქალაქის ცენტრში იქნება განთავსებული და ის წარმოადგენს ვარშავაში Nobu Hospitality-ს პირველ ობიექტს. მთლიანად პოლონეთში კი სასტუმროთა ქსელის პორთფელი 17 სასტუმროს აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

OpenAI-მ Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის სტარტაპი შეისყიდა

კომპანიამ OpenAI სტარტაპ io-ს შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის შესაბამის გაჯეტებს აწარმოებს. Bloomberg-ის …