რკინიგზის მგზავრებს ბილეთების მობილური აპლიკაციით შეძენა შეუძლიათ

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა” აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებელს სამგზავრო ბილეთების ონლაინ შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

კომპანიის ცნობით, „საქართველოს რკინიგზა“ მომხმარებელს სთავაზობს მარტივ  და კომფორტულ სერვისს  – შეიძინოს  ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების მეშვეობით.  ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა  ვებ გვერდებზე – (railway.ge; tkt.gebiletebi.ge; matarebeli.ge და სხვა)   ოპერატიულად და  შეუფერხებლად ხდება  ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს  შეიძენთ   სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge -ს   მობილური აპლიკაციითაც. 

სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, კომპანიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად, დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …