რკინიგზა 23-30 სექტემბერისთვის თბილისი-ბათუმის რეისზე შეძენილ ბილეთებს აანაზღაურებს

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ), რომელიც რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი,  საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით.

შემთხვევითი სიახლე

საბას ნომინაცია საუკეთესო ქართული თარგმანის 2019 წლის ფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისი (BPI) – ლიტერატურული კონკურსის “საბა” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან …