რთველისა და ქართული ღვინის სექტორის გამოწვევები

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

შეხვედრაზე რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვისას ლევან დავიტაშვილმა განაცხადა, რომ შარშან მოსავალი რეკორდული იყო და წელს კიდევ უფრო მეტის მოლოდინია.

აღნიშნა გაზრდილ გამოწვევებზეც. „გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ველოდებით, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველმა წარმატებით ჩაიაროს და ისევე როგორ როგოც წინა წლებში, არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყურძნის კრეფა, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

აღსანიშნავია, რომ წელს კახეთში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. 
არსებული მოცემულობის დადგომის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ისევე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. „დარგში წინსვლა სახეზეა – გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია“, – ამბობენ სამინისტროში.

ისაუბრეს ქართულ ღვინოზე რუსეთის სანქციების შესაძლო დაწესების შედეგებზეც. ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების გამო, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა, გარკვეული ნეგატიური ფონი შექმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ამან კერძო სექტორის აქტივობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკი გააჩინა. მათივე თქმით, სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მწარმოებლებს და მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …