რეზოლუცია ბანკს აქციონერს ართმევს და კრედიტორს აძლევს

თბილისი (BPI) –  სებ-ი ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივის შესრულებისთვის მზად არის, საპარალემენტო განხილვის მოლოდინში.

ცვლილებების პაკეტით ზედამხედველს ემატება კიდევ ერთი ბერკეტი, თუმცა ბანკის დაჯარიმებისთვის კი არა, ბანკის  გაჯანსაღებისთვის – რეზოლუცია, რომელიც კრედიტორებს ბანკის დაპატრონების შესაძლებლობას აძლევს, ასევე დეპოზიტარებს. კრედიტორმა რეზოლუციისას იმაზე მეტად არ უნდა იზარალოს, ვიდრე ლიკვიდაციისას იზარალებდა, თუ მაინც, სხვაობა უკან დაუბრუნდება.

როგორც იცით, კომერციული ბანკი გაკოტრების კანონით არ რეგულირდება, რომელიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს  და ბოლო ცვლილებებით, კრედიტორების ინტერესების მეტად დაცვას. სახელმწიფო აღარ იქნება პირველი რიგის.

ბანკების რეგულაციით, გაკოტრების რეჟიმი მხოლოდ გაკოტრებას ითვალისწინებს.  რეზოლუციის ჩარჩო კი აჩენს მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობას.  ფინანსთა სამინისტროც გახდება მესაკუთრე, კაპიტალში იმდენს თუ შეიტანს, რაც ბანკის აქციონერს მოეთხოვება. ეს 50 მლნ ბიუჯეტიდან უნდა აიღოს. ცვლილებებს შემოაქვს დროებითი ბანკის და დროებითი ფონდის  ინსტიტუტი. გაფუჭებული ბანკის აქტივს გამოეცლება ხარისხიანი ნაწილი და წავა გაჯანსაღებაზე, სხვა ბანკისთვის ან სახელწიფოზე გადაცემით.  უხარისხო აქტივი კი ლიკვიდაციაზე. პროცედურის რეჟიმია მყისიერი. ის ყველა ნორმის შეჩერებას გულისხმობს, გასხვისება რომ არ შეფერხდეს. სებ-ში ევროპის ად აშშ-ის ბანკების მაგალითზე ოპტიმალურ ვადაზე აღნიშნავემ. შესაძლებელია მხოლოდ 3 დღე დაჭირდეს. ცვლილებებით, 1 წლიანი ვადაა გათვალისწინებული, იგივე ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

სებ-ი ცნობით, საქართველოს ბაზარზე ყველა ბანკი ჯანსაღია, საფრთხე არცერთს ემურება.  რეზოლუცია მხოლოდ სექტორის დაცვას ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …