რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი – პრემიერი

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში უნდა შესრულდეს ძალიან მალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის

 

„სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა – სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა 590 მლნ ლარი, ამაში შედის მელიორაციაც, აგროკრედიტებიც, აგროდაზღვევა, „დანეგრე მომავალი“ და უამრავი სხვა, მათ შორის საწარმოების დაფინანსების პროგრამები და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ გამოვუყოფთ 260 მლნ ლარს. ჯამურად, თითქმის 900 მლნ ლარი მიემართება ამ მიმართულებით, დაახლოებით 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, დაგეგმილია არა ერთი პროექტი კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით.

 

„ასევე გვაქვს გათვალისწინებული კულტურისა და სპორტის მიმართულებით – ვემზადებით, სტადიონებს ვაშენებთ, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს, ასევე ვამუშავებთ სხვა პროექტებს, რომლებზეც მოგვიანებით მოგახსენებთ, პარლამენტშიც მათ შორის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …