რა უნდა უნდა იცოდეთ თუ მიკროავტობუსით გიწევთ მგზავრობა

თბილისი (BPI) – მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ, თუმცა განსხვავებული წესებით.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ცნობით, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

“COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას”, – განმარტავენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში FDI-ს მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ეკონომიკი სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში …