პრემიერი: ყველა ინვესტორი და დამსაქმებელი ვალდებულია შეასრულოს საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები

თბილისი (BPI) – პრემიერი საქნახშირში საპროტესტო გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ტყიბულში მიმდინარე მოვლენები მიუღებელია.

გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს გაემგზავრება ტყიბულში პრობლემის მოსაგვარებლად.

„ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ ნათია თურნავას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.

“ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. იქ, სადაც საშუალება გვექნება, ყოველთვის დავდგებით ბიზნესის გვერდით, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი სკოლების ფინანსურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს

თბილისი (BPI) – სებ-ი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის, პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს, “სკოლა-ბანკის” პროგრამის ფარგლებში, Child and …