პორტის ოპერატორთან მოლაპარაკებების დეტალები მალე გაცხადდება

თბილისი (BPI) – “როდესაც პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლაა, ეს აფერხებს არა მხოლოდ მას, არამედ ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება. მონდა ავღნიშნო, რომ გამოძიება გამჭირვალედ წარიმართოს, რადგან ეს უჩენს ძალიან ბევრ კითხვას, როგორც ადგილობრივ ინვესტორებს, ასევე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოება”, – განაცხადა “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

ქეთი ბოჭორიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე ოპერატორ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის იაპონურთან, რომელიც საქართველოს უკვე სტუმრობდა და დეტალები მალე გაცხადდება.

“ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია როგორც პორტზე, ასევე ზონაზე მუშაობა. შესაბამისად პროექტი მიმდინარეობს, თუმცა მომავალში რა მოხდება ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება” , – ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკირი ზონა, დიდი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, რათა გააფართოვონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებულები გახდნენ, ხოლო საერთაშორისო კომპანიებისთვის, პლატფორმა რეგიონში შემოსასვლელად და რეგიონში იგულისხმნება კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს.

“გვაქვს უკვე წინასწარი ხელშეკრულებები ძაიან ბევრ ლოგისტიკურ კომპანიასთან, რაც ნიშნავს, რომ ამ კომპანიების შემოსვლით, ჩვენს ქვეყანაში შემოვა დამატებითი ტვირთი. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ სრ გვინდა, რომ მარტო ტვირთი გავატაროთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ტვირთის გადამუშავება მოხდეს აქ, დასაწყობება”

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …